Saturday, June 27, 2015

პროექტი

თემა; "კავკასიის გეოგრაფიული მდებარეობა"
მიზნობრივი ჯგუფი; VIII-IX კლასის მოსწავლეები.
საგანი გეოგრაფია.
პროექტის შესასრულებლად საჭირო დრო ;10 დღე.

დასახელებული რამოდენიმე თემიდან შერჩევის გზით შევარჩიეთ თემა; კავკასიის გეოგრაფიული მდებარეობა  ''  დაკონკრეტების მიზნით თემის ირგვლივ  დავსვი რამოდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა;
1. რომელ კონტინენტზე მდებარეობს კავკასია?
2.რომელ ზღვებს შორის მდებარეობს კავკასია?
3.რომელი ქვეყნები მდებარეობენ კავკასიაში?
4.სად გადის კავკასიის ჩრდილო და სამხრეთი საზღვარი?
მნიშვნელობა-აქტუალობა;მოსწავლეები გაეცნობიან კავკასიის გეოპოლიტიკურ მდებარეობას.გაეცნობიან კავკსიის საზღვრების გატარების სხვადასხა ვარიანტს.
მოიძიებენ სხვადასხვა ინფორმაციას, წარმატებით გამოიყენებენ მოპოვებულ ინფორმაციას პრეზენტაციისთვის,ეჩვევიან ურთიერთთანამშრომლობას,დასკვნების გაკეთებას.
მიზნები-შედეგები;პროექტის მიზანია მოსწავლეები გაერკვენ კავკასიის ცალკე რეგიონად ჩამოყალიბების ისტორიას და მის გეოგრაფიულ თავისებურებებს, შეექნებათ წარმოდგენა კავკასიის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე მოცემული რეგიონისთვის.
პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეებს შეეძლებათ;კავკასიის რეგიონი შეადაროს მსოფლიოს სხვა რეგიონს თვალსაჩინო ნიშნის მიხედვით,მსგავსება განსხვავებას განსაზღვრავს მისთვის  მისაღები ფორმით.რუკის გამოყენებით განსაზღვონ(ფიზიკური,ისტორიული,კულტურული ეკონომიური და პოლიტიკური)
ნიშნით მსოფლიო რეგიონების გამოყოფის თავისებურებებს.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან;რუკის ენის გაგება,რუკის და გეოგრაფიული საშუალებებით და გეოგრაფიული ხელსაწყოების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება,სივრცეში ორიენტაცია იციან ჰორიზონტის მხარეები  შეუძლიათ განსაზღვრონ ადგილის მდებარეობა,ლეგენდის გამოყენებით სიმბოლოების აღქმა,  მასშტაბის გამოყენებით ადგილის და მანძილის შედარება, რუკის სხვა გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებით მოპოვებული ინფორმაციი დაკავშირება გეოგრაფიულ ცოდნასთნ და ამის საფუძველზე ადგილის დახასიათება.
შეფასების საგანი -პროცედურები ; მოსწავლეთა წარმატება შეფასდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაკვირვებით ; კვლევის მიზნით, საჭირო მასალის განსაზაღვრით, კვლევის მიმდინარეობის აღწერით ,  ინფორმაციის მოძიებით, მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისობით დახარისხების უნარით, ინფორმაციის ანალიზი, შეკითხვებზე პასუხით, ურთიერთთანამშრომლობით.
შეფასება მოხდება როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი შეფასებით. მოსწავლეები წინასწარ ეცნობიან განმსაზღვრელ შეფასების რუბრიკას.
რა საწყის ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები; იცნობენ კავკასიის გეოგრაფიული მდებარეობის ზოგად თავისებურებს და მნიშვნელობას ისტორიულ წარსულში, იციან რა ნიშან-თვისებებით ხდება  დედამიწის ცალკეული ნაწილების რეგიონებად ჩამოყალიბება.
რესურსები ; სახელმძღვანელო ,  მსფლიოს და კავკასიის ფიზიკური რუკა,  ატლასი,  კომპიუტერი, პროექტორი.
მსვლელობა ;
1. შევარჩევთ საპრეზენტაციო თემას და დავსვამ მნიშვნელოვან კითხვას.
2. ჩამოვაყალიბებ ოთხი მოსწავლისგან შემდგარ საპროექტო ჯგუფებს  ისეთი შერჩევით რომ ჯგუფში იყოს ყველა დონის მოსწავლე.
3. შევიმუშავებ ერთობლივი პროექტის შესასრულებლად საჭირო გეგმას.
4. გავარკვევ თითოეული მოსწავლის ფუნქციებს და მოვალეობებს, ავირჩევთ ჯგუფის ლიდერს.
5. აქტივობებს გამოვიყენებ შემდეგი თანმიმდევრობით;
მასალის მოძიება საუკეთესოს და საუკეთესოს შერჩევა,
ტექსტზე მუშაობა.
მოპოვებული ინფორმაციის აზობრივი დალაგება.
პრეზენტაცია.
კითხვა პასუხი,
 შეჯამება და დასკვნის გაკეთება.
6. ვადა ორი კვირა.
  

No comments:

Post a Comment